თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ხვალ ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი ამოქმედდება
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ხვალ ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი ამოქმედდება

აჭარაში ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი გაიხსნება. სწორედ ამ მიზნით რეგიონში ესტონეთის ელჩი რინა კალიურანდისი და ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი ჩავიდნენ, მათთან სამუშაო შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გამართა.

შეხვედრას საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილიც დაესწრო.

„ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან გვაქვს შესაძლებლობა, შევაფასოთ ის პროგრესი, რომელიც ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია. ეს ეხება პროექტებს, როგორც აჭარის საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესების, ასევე ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. ხვალ ამოქმედდება ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი. ყველა ეს ინიციატივა ეხმარება რეგიონს, როგორც უფლებების დაცვის ნაწილში, ასევე საგანმანათლებლო სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებაში და დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში რეგიონში დაარსდება ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი დაეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელიც უკვე მიმდინარეობს აჭარაში გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით.

ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.