თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა. მას უკვე გავლილი ჰქონდა ვაქცინაციის პირველი ეტაპი.

„ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“, – წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.