თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი ბათუმშიც გაიხსენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. Საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში იგი ხელისუფლების სხვა წარმმადგენლებთან ერთად მივიდა.

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე, თუმცა ამავე დროს არის ძალიან დიდი გმირობისა და თავდადების დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენს ერთიან მიზანს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული თავისუფლება, დეოკუპაცია და ამ ყველაფერში ჩვენ ერთიანი ვართ და ერთიანია საზოგადოება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაეშვა.