თორნიკე რიჟვაძემ ქედაში მცხოვრებ 100 წლის გულესარ წულუკიძეს ახალი წელი მიულოცა
თორნიკე რიჟვაძემ ქედაში მცხოვრებ 100 წლის გულესარ წულუკიძეს ახალი წელი მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ახალი წელი ქედაში მცხოვრებ 100 წლის გულესარ წულუკიძეს მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„აჭარის მთიანეთში საუკუნეს გადაცილებული ბევრი ხანდაზმული ცხოვრობს, თუმცა ქალბატონი გულესარის შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ მან რამდენიმე დღის წინ დაამარცხა კორონავირუსი.

წულუკიძეების ოჯახში კორონავირუსი ყველა წევრმა დაამარცხა. ამჟამად საუკუნის ხნის ქალბატონიც და მისი ოჯახის წევრებიც თავს კარგად გრძნობენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მათ საჩუქრები და მილოცვა უშუალოდ ოჯახში მიიღეს“,-აღნიშნულია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი