თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ცენტრალური და აგრარული ბაზრების მოიჯარეებს შეზღუდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ცენტრალური და აგრარული ბაზრების მოიჯარეებს შეზღუდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო

ბათუმის ცენტრალური და აგრარული ბაზრების მოიჯარეებმა შეზღუდვებთან და ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში, მოქალაქეების მხარდაჭერის პაკეტთან დაკავშირებული ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მოისმინეს.

თორნიკე რიჟვაძემ მათ იმ საშეღავათო ღონისძიებების გეგმაც გააცნო, რომელზეც აჭარის მთავრობა მუშაობს.

„ხვალ ამოქმედდება წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებული ფორმატი. ყველა იმ მოქალაქეს, განსაკუთრებით მეწარმეებს, თვითდასაქმებულებს, რომლებსაც ამ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების გამო ეზღუდებათ საქმიანობა, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და კონკრეტული შეღავათები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ მეწარმეს კარგად ესმის, რომ ეს არის მართლაც გლობალური გამოწვევა. თითქმის ყველა ადამიანი, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ, გაგებით ეკიდება და კარგად ესმის ის ეპიდემიოლოგიური ვითარება, რამაც მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება.

არც ერთი მოქალაქე, დასაქმებული ადამიანი, მეწარმე არ დარჩება სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე. ყველა ადამიანს, სადაც ჩვენ ამის შესაძლებლობა, ამის ინსტრუმენტი გვაქვს, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით, იქნება ეს კონკრეტული საშეღავათო პერიოდი თუ გადასახადები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.