თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მუნიციპალიტეტების მერებს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროულად ჩასატარებლად დავალებები მისცა
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მუნიციპალიტეტების მერებს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროულად ჩასატარებლად დავალებები მისცა

აჭარაში არსებული ვითარება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ვიდეოკონფერენციაზე განიხილა.

თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს პირველ რიგში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროულად ჩასატარებლად და მოსახლეობის ხელშესაწყობად კონკრეტული დავალებები მისცა.

ონლაინ კონფერენციის ფარგლებში განიხილეს რეგიონში მარაგების კუთხით არსებული ვითარება. საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს და იმ ერთობლივ მოქმედებებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში.

თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დაავალა ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვების მკაცრი გაკონტროლება. მუნიციპალიტეტის მერებმა წარმოადგინეს ცხელ ხაზზე მოქალაქეთა მიმართვიანობის სტატისტიკა.

შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრისგან მოისმინეს ანგარიში. მინისტრის ინფორმაციით მუდმივ რეჟიმში კონტროლდება რეგიონში მიმდინარე თერმოსკრინინგის, სამედიცინო ინვენტარის მარაგების, მედიკოსთა და კლინიკების მზაობის კუთხით არსებულ სიტუაცია , ასევე ე.წ ცხელების ცენტრებისა და კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე და სტანდარტებთან შესაბამისობა.