თორნიკე რიჟვაძე - თუ ვინმეს გააზრებასთან პრობლემა აქვს, ვპირდები, აუცილებლად გაიაზრებენ და შეიგნებენ, რომ ამ ვითარებაში დაუშვებელია პრემიისა და წახალისების შემთხვევები
თორნიკე რიჟვაძე - თუ ვინმეს გააზრებასთან პრობლემა აქვს, ვპირდები, აუცილებლად გაიაზრებენ და შეიგნებენ, რომ ამ ვითარებაში დაუშვებელია პრემიისა და წახალისების შემთხვევები

თუ ვინმეს გააზრებასთან მიმართებით გარკვეული პრობლემა აქვს, ვპირდები, აუცილებლად გაიაზრებენ და შეიგნებენ, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ინფექციას ებრძვის, ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, აბსოლუტურად ვერ გავიზიარებთ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან, ან წახალისებასთან მიმართებით. მისასალმებელია, თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხების ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება. ამავე დროს, თუ ვინმეს გააზრებასთან მიმართებით გარკვეული პრობლემა აქვს, ვპირდები, აუცილებლად გაიაზრებენ და შეიგნებენ, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში დაუშვებელია ნებისმიერი პრემიისა და წახალისების შემთხვევები. იმის მიუხედავად, ვინ იქნება ეს, არჩევითი თუ დანიშვნითი თანამდებობის პირი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხულოს მერიის შემთხვევაში მოხდა, როცა მერიის 17 თანამშრომელს სახელფასო დანამატები ჩაერიცხა, რაც, მათივე განმარტებით, 2019 წელს გამოყოფილი დანამატები იყო, რომლის გაცემაც თავის დროზე ტექნიკურად ვერ მოხერხდა და ახლა ჩაირიცხა, შემდეგ კი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ბიუჯეტში უკან გადაირიცხა.