თორნიკე რიჟვაძე - თბილისში 14 დეკემბერს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა დაგეგმილი, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ იქ ბევრი ადამიანი მოიყრის თავს
თორნიკე რიჟვაძე - თბილისში 14 დეკემბერს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა დაგეგმილი, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ იქ ბევრი ადამიანი მოიყრის თავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა 14 დეკემბერს, თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით.

მან უარყო ინფორმაცია, რომ ღონისძიებაზე საჯარო მოხელეები იძულებით მიჰყავთ.

„ერთი ცოცხალი ადამიანი მომიყვანეთ, ვინც ამას იტყვის. ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს თბილისში. ეს არის ორგანიზებული „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ და ხარჯებსაც პარტია გაიღებს“ ,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღნიშნული განცხადება თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ცენტრალურ სკვერში გააკეთა, სადაც  საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირის, საქართველოსა და აჭარის დროშები საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

ახალგაზრდებთან ერთად ღონისძიებას აჭარის მთავრობის პირველი პირები ესწრებოდნენ.

„ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით არის ჩვენი ხალხის არჩევანი, ასევე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების არჩევანი. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი მიგიძღვით ახალგაზრდებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დატოვე კომენტარი