გიორგი ჩაკვეტაძე - 14 დეკემბერს მასშტაბური შეკრება გაიმართება, მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
გიორგი ჩაკვეტაძე - 14 დეკემბერს მასშტაბური შეკრება გაიმართება, მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით. 14 დეკემბერს მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

როგორც ჩაკვეტაძემ აღნიშნა, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელობას ატარებს და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს, შეუძლია ღონისძიებას შეუერთდეს.

„ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს , უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის და ზოგადად, ნებისმიერი მოქალაქის ამ ღონისძიებაზე დასწრებას და საზეიმო ღონისძიების აღნიშვნას. ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას, საფრთხე არ შეექმნას. იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდება, ბევრი ახალგაზრდა შემოგვიერთდება ამ საზეიმო ღონისძიებაზე, რათა ჩვენი თაობის განსაკუთრებული წვლილი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ამას ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაცია ნამდვილად ადასტურებს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

დატოვე კომენტარი