თორნიკე რიჟვაძე - სტიქია გვაქვს როგორც ხელვაჩაურში, ასევე სხვა რაიონებში, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, მობილიზებული იქნება ტექნიკა
თორნიკე რიჟვაძე - სტიქია გვაქვს როგორც ხელვაჩაურში, ასევე სხვა რაიონებში, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, მობილიზებული იქნება ტექნიკა

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩავიდა.

ადგილზე ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ტექნიკის მიყვანა გახდება შესაძლებელი. არსებული ინფორმაციით, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, არის მსხვერპლი.

„სტიქია გვაქვს როგორც ხელვაჩაურში, ასევე სხვა რაიონებში. მეწყრული პროცესების შედეგად, სახლია წაღებული. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. მობილიზებული იქნება ტექნიკა, გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით მსხვერპლის შესახებ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები.
დატოვე კომენტარი