თორნიკე რიჟვაძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
თორნიკე რიჟვაძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „სინოფარმით“ ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში აიცრა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ვაქცინაცია მძიმე მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია.

„დღეს გავიკეთე ვაქცინა, თავს კარგად ვგრძნობ. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია ამ მძიმე მდგომარეობიდან. სწორედ ვაქცინაციის ინტენსიური განხორციელებით უნდა შევძლოთ სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“, – განაცხადა რიჟვაძემ.