თორნიკე რიჟვაძე - სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალი
თორნიკე რიჟვაძე - სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალი

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ქვეყანას ჰყავდეს ზეპარტიული ლიდერი, მიუკერძოებელი პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ ღირსეულად გაართვას თავი არსებულ გამოწვევებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალი.

„ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია ინსტიტუტების მშენებლობა. საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა გულისხმობს სწორედ დაბალანსებული, პრაგმატული პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ქვეყანას ჰყავდეს ზეპარტიული ლიდერი, მიუკერძოებელი პრეზიდენტი, რომელიც ღირსეულად შეძლებს ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ ღირსეულად გაართვას თავი არსებულ გამოწვევებს. სწორედ ამით არის განპირობებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს. სალომე ზურაბიშვილი გახლავს ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალი. წინაპრების, რომლებმაც დაუდეს საფუძველი დემოკრატიას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.