თორნიკე რიჟვაძე - საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში საკარანტინო სივრცეებისთვის უკვე 7 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ, თუმცა ტურიზმის ხელშეწყობისთვის რესურსები ავტონომიის ბიუჯეტის ნაწილშიც იქნება გამოყოფილი
თორნიკე რიჟვაძე - საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში საკარანტინო სივრცეებისთვის უკვე 7 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ, თუმცა ტურიზმის ხელშეწყობისთვის რესურსები ავტონომიის ბიუჯეტის ნაწილშიც იქნება გამოყოფილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში საკარანტინო სივრცეებისთვის უკვე 7 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

თუმცა, რიჟვაძის განმარტებით, ტურიზმის ხელშეწყობისთვის რესურსები ავტონომიის ბიუჯეტის ნაწილშიც იქნება გამოყოფილი.

ამ კომენტარით რიჟვაძემ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც, „აჭარის ბიუჯეტიდან ცალკე, დამატებით თუ გამოიყოფა თანხები პოსტკრიზისულ პერიოდში, რათა ინფრასტრუქტურულ ნაწილში მოხდეს გადაწყობა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც კორონავირუსმა გააჩინა“.

„იმ ახალი გეგმის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის ხელშეწყობას, რა თქმა უნდა, ავტონომიის ბიუჯეტის ნაწილშიც იქნება შესაბამისი რესურსები გამოყოფილი ამ კონკრეტული ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რიჟვაძემ.