თორნიკე რიჟვაძე – რთულია, სიტყვებით გადმოსცე ტრაგედია, რომელიც „ოცნების ქალაქში” დატრიალდა, ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა

02:03, 16.02.2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია, გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც „ოცნების ქალაქში” დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – წერს სოციალურ ქსელში თორნიკე რიჟვაძე.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი