თორნიკე რიჟვაძე - როდესაც იქნება კონსტრუქციული ტონი, მზად ვარ, ნებისმიერ, ყველაზე აგრესიულ პოლიტიკურ ოპონენტს შევხვდე
თორნიკე რიჟვაძე - როდესაც იქნება კონსტრუქციული ტონი, მზად ვარ, ნებისმიერ, ყველაზე აგრესიულ პოლიტიკურ ოპონენტს შევხვდე

დისკომფორტს არანაირად არ მიქმნის. ჩვენი სამუშაო განრიგი არანაირად არ შეცვლილა. ვმოძრაობ იმ მარშრუტით და მაქვს ის დღის წესრიგი, რომელიც აქამდე მქონდა, განსაკუთრებით ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

რიჟვაძემ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მოქალაქეებს მოვუწოდებ კიდევ ერთხელ სიმშვიდისკენ, ეს არის მთავარი. ძალიან მალე აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება და დამტკიცდება მთავრობა. ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს და იმ გამოწვევების გამკლავებას, რომელიც ამ რეგიონს აწუხებს. რაც შეეხება კონკრეტულ პერფორმანსებსა და საცირკო წარმოდგენებს, როცა მიზანი არის დესტრუქცია, რა თქმა უნდა ამაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. არც დრო გვაქვს და არც სურვილი. როცა იქნება კონსტრუქციული ტონი, მზად ვარ, ნებისმიერ ყველაზე აგრესულ პოლიტიკურ ოპონენტს შევხვდე“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციებს პერმანენტულად მართავენ.