თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მოსახლეობას შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მუხაესტატესა და ხუცუბნის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემების შესახებ  ინფორმაცია მათგან მოისმინა.

გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა – ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებსაც, მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ.

„როგორც მთავრობა, ასევე საკანონმდებლო ორგანო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის მერია და ყველა ადამიანი, რწმუნებულები, რომლებიც თქვენ გყავთ, ვალდებული არიან, მოგისმინონ და თქვენი ყველა გასაჭირი მოიტანონ ჩვენამდე, ჩვენ კი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მივიტანოთ ის, რაშიც მათი დახმარება გვჭირდება. ეს არ არის მხოლოდ ცალკე რომელიმე სახელისუფლებო შტოს მიდგომა თქვენთან მიმართებაში, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის -„ქართული ოცნების“ მიდგომა, რომ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო აქტიურად გვქონდეს თქვენთან კომუნიკაცია, შევძლოთ ყველა პრობლემის გადაჭრა ერთად, რაც მუხაესტატეს, ქობულეთელებს და თქვენს ოჯახებს აწუხებთ“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2021-2022 წლებისთვის აჭარაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარეშე არც ერთი სოფელი არ უნდა დარჩეს.