თორნიკე რიჟვაძე - ქედს ვიხრი სამშობლოსთვის დაცემული ყველა გმირი ჯარისკაცის წინაშე
თორნიკე რიჟვაძე - ქედს ვიხრი სამშობლოსთვის დაცემული ყველა გმირი ჯარისკაცის წინაშე

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

თორნიკე რიჟვაძემ ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო.

„ქედს ვიხრი სამშობლოსთვის დაცემული ყველა გმირი ჯარისკაცის, სამოქალაქო პირის, მათი ოჯახების წინაშე. ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია, გააგრძელოს ეს ბრძოლა, რომელიც უნდა იყოს თანმიმდევრული და პრაგმატული. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ ერთად დგომით დავძლიოთ ეს უდიდესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.