თორნიკე რიჟვაძე - ომარ მახარაძე ფინანსური დარღვევების გამო პარტიიდან სამი თვის წინ გავუშვით
თორნიკე რიჟვაძე - ომარ მახარაძე ფინანსური დარღვევების გამო პარტიიდან სამი თვის წინ გავუშვით

ომარ მახარაძე  ფინანსური დარღვევების გამო, პარტიიდან სამი თვის წინ გავუშვით – ამის შესახებ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გავრცელებული ინფორმაციაზე განაცხადა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ომარ მახარაძემ, მმართველი პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა.

რიჟვაძე აცხადებს, რომ მახარაძე „ქართული ოცნებიდან“ სამი თვის წინ გარიცხეს.

„ეს ადამიანი ფინანსური დარღვევების გამო სამი თვის წინ მოკვეთილი იქნა პარტიიდან. მინდა ვთქვა, რომ მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში და ეს გახდა მისი პარტიიდან მოკვეთის მიზეზი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.