თორნიკე რიჟვაძე - „ნაცმოძრაობის“ მიერ ანგაჟირებული ოთხი-ხუთი ჟულიკი გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს
თორნიკე რიჟვაძე - „ნაცმოძრაობის“ მიერ ანგაჟირებული ოთხი-ხუთი ჟულიკი გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს

„ნაცმოძრაობის“ მიერ ანგაჟირებული 4-5 ჟულიკი გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს. როგორც დიდაჭარა, ასევე მაღალმთიანი აჭარა მოვიარე. თავიდან დავიწყეთ და ბოლომდე, გოდერძის უღელტეხილზე დავასრულეთ“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მას შეძახილებით დახვდნენ და მოუწოდებდნენ სოფელი დაეტოვებინა.

რიჟვაძე ამბობს, რომ ორ დღეში მმართველი გუნდი გამარჯვებას იზეიმებს და ეს იქნება მათი პასუხი „ნაციონალური მოძრაობისადმი“.

„როდესაც პოლიტიკურ ძალას არ აქვს პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური და არც მორალური და როცა იციან, რომ ეს არის წაგებული ბრძოლა, ამ გამოხტომებით შეეცდებიან პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო გარემო დააზიანონ. თუმცა, მე განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ, როცა ნაცკლასტერი კაკანებს. მათი პროვოკაციების არ გვეშინია, პირიქით, ძალიან შემართებით ვართ და ორ დღეში ვიზეიმებთ ძალიან დიდი გამარჯვებას. დაახლოებით ხუთი ანგაჟირებული ადამიანი, კონკრეტული კრიმინალური წარსულით ცდილობდა, ხელი შეეშალა, თუმცა ისინი ვერასდროს შეგვიშლიან ხელს მე და ჩემს თანაგუნდელებს გავაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენი მოვალეობაა. დიდაჭარაში შევხვდი ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს და თქვენ ნახავთ ორ დღეში როგორი იქნება საარჩევნო შედეგი. ამიტომ, მიჰას და „მთავარ არხს“ არ ვეკითხები ჩემს გადაადგილებას, ფეიკნიუსებსაც დაანებონ თავი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.