თორნიკე რიჟვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა
თორნიკე რიჟვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

რიჟვაძის შეფასებით, ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ბათუმს „ზურგში დანა ჩაარტყეს“.

„ჩვენს გაოცებას ყოველდღიურად ახერხებენ, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, ამას ვიტყვი პირდაპირ. ის, რომ ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს, მათ კისერზეა. ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ქალაქს, განსაკუთრებით ბათუმს და ბათუმელებს ზურგში დანა ჩაარტყეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და პოლიტიკური ძალა, ვალდებული ვართ, ვმართოთ შემცირებული თუ მომატებული ეპიდშემთხვევები. ამავე დროს, ყველას მოვუწოდებ, იფიქრონ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ ამბიციებს ნუ გადააყოლებენ მოქალაქეთა ჯანმრთელობას. მით უმეტეს, ეს მათთვის პოლიტიკურად წაგებული ბრძოლა იყო და გუშინ კიდევ ერთხელ გამყარდა ეს. არ ღირს ადამიანების სიცოცხლის გარისკვა და ვერც ვერავის ვერ შეაშინებენ და აანერვიულებენ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.