თორნიკე რიჟვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნის იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტში ვპირდებით
თორნიკე რიჟვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნის იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტში ვპირდებით

მინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუთხრა, ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნიან იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც ვპირდებით ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ხულოში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.

ამ განცხადებით Რიჟვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გამოეხმაურა. იგი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი გუნდის დიდი უპირატესობით გამარჯვებას პროგნოზირებს.

„მინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ვუთხრა, ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნიან იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც აუცილებლად ვპირდებით ძალიან მალე ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ხულოში. ჩვენ ვგეგმავთ პირველივე ტურებში გამარჯვებას 70%-ზე მეტი მაჩვენებლით. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის მხარდაჭერა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა დღეს კურორტ გოდერძზე გაიმართა.