თორნიკე რიჟვაძე - „ნაციონალებთან“, ამ ბოროტმოქმედებთან არანაირი კომპრომისი არ იქნება არც ჩვენი და არც საზოგადოების მხრიდან 
თორნიკე რიჟვაძე - „ნაციონალებთან“, ამ ბოროტმოქმედებთან არანაირი კომპრომისი არ იქნება არც ჩვენი და არც საზოგადოების მხრიდან 

„ნაციონალებთან“, ამ ბოროტმოქმედებთან არანაირი კომპრომისი არ იქნება არც ჩვენი და არც საზოგადოების მხრიდან, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირებას ეხებოდა.

„„ნაცმოძრაობის“ ვითომ ლიდერები, მათი დიდი ნაწილი არიან მკვლელები და დარჩენილი ნაწილი პოტენციური მკვლელები, ბოროტმოქმედები. ისინი დროდადრო ასეთი პირსისხლიანი განცხადებებით საზოგადოებას შეახსენებენ თავს. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამ ტიპის დამნაშავეებთან არანაირი კომპრომისი არც ჩვენი და არც საზოგადოების მხრიდან არ იქნება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.