თორნიკე რიჟვაძე - მსურს, დავადასტურო ჩემი პატივისცემა თითოეული სამხედროს წინაშე, ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სააკაშვილს და მის ამფსონებს ეკუთვნით
თორნიკე რიჟვაძე - მსურს, დავადასტურო ჩემი პატივისცემა თითოეული სამხედროს წინაშე, ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სააკაშვილს და მის ამფსონებს ეკუთვნით

კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სააკაშვილს და მის ამფსონებს ეკუთვნით, – ამის შესახებ აჭარის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, „მთავრობის ანგარიშის განხილვა რადიკალებთან არის წყლის ნაყვა“.

„მათ არ აინტერესებთ რეალურად რა კეთდება აჭარაში და არც შედის მათ ინტერესებში აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ მსურს, დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავგანწირვით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი, სიმულიანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიატოვა ქართული ჯარი და ხალხი, ბოლოს უკვე ნებაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდათ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.