თორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, რადგან შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდეს ეპიდვითარების სტაბილურობის შენარჩუნებაც
თორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, რადგან შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდეს ეპიდვითარების სტაბილურობის შენარჩუნებაც

ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ძალაში რჩება, მნიშვნელოვანია, რადგან მობილობა იყოს კონტროლირებადი და შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდეს ეპიდვითარების სტაბილურობის შენარჩუნებაც, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც პირველი თებერვლიდან აჭარაში წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

„მთელმა მსოფლიომ შეძლო უკვე გარკვეული გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვება. აჭარაც არ არის გამონაკლისი. პირველ რიგში, საფრთხე არ უნდა შეექმნას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მეორე მხრივ, ეკონომიკურ საქმიანობას მეტი დინამიკა უნდა შევძინოთ“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოუწოდა მოსახლეობას, ბიზნეს სექტორსა და პედაგოგებს, ისარგებლონ ტესტირების პროგრამით, რაც სწრაფი გამოვლენისა და რეაგირების საშუალებას იძლევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების მოხსნის გეგმა დღეს დაამტკიცა.

პირველი თებერვლიდან აჭარაში აღდგება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში; კვების ობიექტებს მიეცემათ საშუალება, ღია სივრცეებში უმასპინძლონ სტუმრებს; განახლდება სავაჭრო ობიექტების მუშაობა და ბათუმში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.