თორნიკე რიჟვაძე – მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებიდან გამომდინარე, არ მგონია, ქართული მიწა ეღირსოს, მაქსიმუმ ქართული ციხე დახვდება

16:15, 13.09.2021

მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებიდან გამომდინარე, არ მგონია, ქართული მიწა ეღირსოს. მაქსიმუმ ქართული ციხე დახვდება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი იმდენად მშიშარა ადამიანია, რომ დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავს, და თუ გაბედავს, თავისი დანაშაულებიდან გამომდინარე, არ მგონია, ქართული მიწა ეღირსოს, მაქსიმუმ ქართული ციხე დახვდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი