თორნიკე რიჟვაძე – ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რა თქმა უნდა, მიუღებელია

11:47, 29.09.2022

ლუკაშენკოს ვიზიტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რა თქმა უნდა, მიუღებელია, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არღვევს ოკუპაციის კანონს და რა თქმა უნდა, მიუღებელია. აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც ცნობილია, 28 სქტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

მსგავსი