თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ პარტიის დატოვებაზე - კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, თუმცა ფუნდამეტური კითხვაა, ვინ იქნება შემდეგი
თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ პარტიის დატოვებაზე - კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, თუმცა ფუნდამეტური კითხვაა, ვინ იქნება შემდეგი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც რიჟვაძე ამბობს, ფუნდამეტური კითხვაა, ვინ იქნება შემდეგი.

„ამ არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, თუმცა ფუნდამენტური კითხვაა, ვინ იქნება შემდეგი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მალხაზ თავდგირიძის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა შანტაჟი, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.

ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო.