თორნიკე რიჟვაძე - გოგონას, რომელიც სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს
თორნიკე რიჟვაძე - გოგონას, რომელიც სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მეექვსეკლასელ გოგონას, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

არასწულწლოვნის სამი წევრი სტიქიის შედეგად დაიღუპა. გოგონას მშობლები მაშველებმა გარდაცვლილები მეწყრული მასიდან გუშინ ამოიყვანეს, მისი ასევე მოზარდი ძმის ცხედარი კი, დღეს იპოვეს. სტიქიის დროს მეექვსეკლასელი გოგონა შუახევში ნათესავთან იმყოფებოდა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა.