თორნიკე რიჟვაძე - გავაგრძელებთ ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მიმართ ცილისწამებაზე
თორნიკე რიჟვაძე - გავაგრძელებთ ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მიმართ ცილისწამებაზე

გავაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას და ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მიმართ ცილისწამებასა და დისკრედიტაციაზე ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა.

„მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე. თქვენ იცით, რომ მთელი რიგი ტელევიზიები აგრძელებენ როგორც სიცრუის ტირაჟირებას, ასევე, სიცრუის გავრცელებას და იცით, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენი მთავრობის წევრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს მოუგონეს გაუგონარი ჭორი, რომელიც ეხებოდა ქრთამის აღებას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორც ეთიკის ქარტიაში, ასევე სასამართლოში მომხდარიყო შესაბამისი დავის წარმოება. ქარტიამ უკვე დაადგინა „ტვ პირველის“ ყველაფრის კადრებაში დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში.  ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას და ბრძოლას მსგავსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ. მისხალ-მისხალ ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მიმართ ყველა მსგავს ცილისწამებასა და დისკრედიტაციაზე“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.