თორნიკე რიჟვაძე - ეპიდვითარების მხრივ მატულობს გამოწვევები, რასაც ხელს უწყობს აქციები, ადამიანები სიმპტომებით დადიან აქციებზე
თორნიკე რიჟვაძე - ეპიდვითარების მხრივ მატულობს გამოწვევები, რასაც ხელს უწყობს აქციები, ადამიანები სიმპტომებით დადიან აქციებზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის დინამიკა ფიქსირდებოდა, თუმცა კვლავ მატულობს გამოწვევები, რასაც ბოლო დროს მიმდინარე აქციები უწყობს ხელს.

რიჟვაძის განმარტებით, ზოგიერთი ადამიანი სიმპტომების მიუხედავად, აქციაზე მიდის.

„დინამიკა, რომელიც იყო ეპიდვითარების სტაბილიზაციისკენ მიმართული, კიდევ უფრო მატულობს გამოწვევები, რის ხელშეწყობასაც ახდენს ბოლო დროს მიმდინარე აქციები, არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად სიმპტომებით დადიან აქციებზე, პირდაპირ გეტყვით.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენს ექიმებს, მათ შორის სამედიცინო ინფრასტრუქტურას და ჯანდაცვის სექტორს კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს. თუმცა, ჩვენ შემდეგი პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ, ისევ პროაქტიურად ვმართოთ ეპიდვითარება, როგორც აქამდე ვაკეთებდით. დღეს დაგვემატა ახალი საწოლფონდი და შესაბამისად, ყველა მოქალაქეს ექნება როგორც ბინაზე, ასევე სტაციონარში მკურნალობის ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.