თორნიკე რიჟვაძე - დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს
თორნიკე რიჟვაძე - დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს

დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბათუმში მომხდარ შემზარავ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოახდინა მყისიერი რეაგირება და დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ. უნდა დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს“, – წერს თორნიკე რიჟვაძე.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან შვიდი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.