თორნიკე რიჟვაძე - ჩვენს პარტიასა და მხარდამჭერებს ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას
თორნიკე რიჟვაძე - ჩვენს პარტიასა და მხარდამჭერებს ვულოცავ დამაჯერებელ გამარჯვებას

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბათუმში, ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება იზეიმეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა კახა კალაძეს. ის იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

„ჩვენს პარტიას და მხარდამჭერებს ვულოცავთ ამ დამაჯერებელ გამარჯვებას, კახა კალაძეს თბილისის მერობას, მეორე ვადით არჩევას მივულოცავ. ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის.

მადლობა ჩვენს მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს, ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას ველოდებით“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

დატოვე კომენტარი