თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი და ბოლო ადამიანის პოვნამდე, ვინც ამ ნანგრევებშია მოყოლილი, სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ კორპუსში, გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილას.

„ყველა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას და საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.