თორნიკე რიჟვაძე ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო

აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრდება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და ბათუმს მალე უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი შეემატება. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ბათუმის სტადიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოინახულა და ადგილზე გაეცნო მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს, დასაქმებულთა პირობებს და უსაფრთხოების ზომებს.

აჭარის ავტონომოური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მშენებლობა გეგმის მიხედვით, მიმდინარეობს და ამჟამად აქტიურად ხორციელდება გარე ტერიტორიის მოპირკეთება.

მიმდინარეობს, საპარკინგე სივრცეების მოწყობა. დასკვნით ეტაპზეა დეკორატიული აუზებისა და საჩრდილობელი ქოლგების მონტაჟი.

პარალელურად მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი და სრულდება მედიისთვის განკუთვნილი სივრცის მოწყობის სამუშაოები.

უკვე დასრულებულია საფეხბურთო სტადიონის ფასადის დეკორატიული განათების სამუშაოები, ასევე გახმოვანებისა და შიდა განათების სისტემების მონტაჟი.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობა ღამით იმის გათვალისწინებით განათდება, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება.

გარდა ბათუმის საფეხბურთო სტადიონისა, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობასაც.