თორნიკე რიჟვაძე - არჩევანი გავაკეთე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ჩაივლის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში
თორნიკე რიჟვაძე - არჩევანი გავაკეთე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ჩაივლის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, მე-16 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, არჩევანი გააკეთა ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის.

„არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის, რომელსაც უზრუნველყოფს პარტია „ქართული ოცნება“ და ასევე არჩევანი გავაკეთე ბათუმის მომავალი ღირსეული მერის, არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ.

დარწმუნებული ვარ, დღეს არჩევნები ჩაივლის მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ როგორც დღეს, ასევე ხვალ, ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.