თორნიკე რიჟვაძე - არჩევანი გავაკეთე კანდიდატზე, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას
თორნიკე რიჟვაძე - არჩევანი გავაკეთე კანდიდატზე, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძე ბათუმის მე-14 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

„დღეს არის ისტორიული დღე, როცა მოქალაქეები პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს. მე არჩევანი გავაკეთე კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ არჩევანს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, ღირსეულად გაართვას თავი ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.