თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე აჭარის მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე აჭარის მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა მუსლიმ მრევლთან კონსულტაციებს გადის.

„სანებართვო საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს. უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გუშინ გაიმართა პროცესი. კონსულტაციები გვაქვს მუსლიმ მრევლთან. ისინი არიან ჩვენი ძმები და ყველაზე მაგარი ქართველები. ამ ყველაფრის გათავალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე განხილვა გუშინ დაიწყო. მუსლიმი მრევლი მეჩეთის მშენებლობისთვის ნებართვას ითხოვს.