თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტების რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდება
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტების რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდება

აჭარის მთავრობის აპარატში რეორგანიზაცია იწყება. არსებული დეპარტამენტების რაოდენობა ერთი მესამედით მცირდება. ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უქმდება უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები. ამავდროულად, მოხდება რამდენიმე დეპარტამენტის გაერთიანება.

უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ დეპარტამენტში სულ ორი კაცი მუშაობდა.

გულისხმობს თუ არა დეპარტამენტების შემცირება და რეორგანიზაცია კადრების შემცირებას, ამის შესახებ სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

აჭარის მთავრობის სხდომა პირველი ათი წუთის შემდეგ იხურება. დეტალების შესახებ თორნიკე რიჟვაძე სხდომის შემდეგ ისაუბრებს.