თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი, მთავარი ამოცანაა დინამიკის შენარჩუნება
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი, მთავარი ამოცანაა დინამიკის შენარჩუნება

აჭარაში სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი, მთავარი ამოცანაა დინამიკის შენარჩუნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალი პროტოკოლის შესაბამისად, აჭარაში კორონავირუსისგან 700-ზე მეტი პაციენტია უკვე გამოჯანმრთელებულია.

„სიტუაცია რჩება რთული, თუმცა მართვადი. ახალი პროტოკოლის შედეგად, ჩვენ გვყავს 700-ზე მეტი გამოჯანმრთელებული, რაც არის იმედისმომცემი. ამ ყველაფრის პარალელურად, აქტიურ რეჟიმში ხდება , როგორც კლინიკური მართვის ნაწილში, ასევე ახლადგამოვლენილი დაინფიცირებული პირების, როგორც მკურნალობის განსაზღვრა, ასევე მათი კონტაქტების მიდევნება. დღეს რეგიონში გვაქვს რვა კოვიდმართვის ცენტრი და შესაბამისი ცენტრები, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება პაციენტების მიღება, მათი შესაბამისი რეფერალი. აქვე იცით, რომ ამოქმედდა, როგორც კოვიდსასტუმროებში მკურნალობის პროტოკოლი, ასევე ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი და ამ ყველაფერში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რომელიც სისტემატიურად გადის შესაბამის მომზადებას და ხდება მათი მისადაგება იმ გამოწვევებთან და მზარდ ნაკადებთან, რომელიც გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში.

ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება დინამიკის შენარჩუნება, კონტროლის შენარჩუნება ეპიდმართვის თვალსაზრისით და ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მაქსიმალურად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების დაცვა,რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას დავასტაბილუროთ ეპიდმდგომარეობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ მართვამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ მინიმალური დანაკარგებით შევძლოთ ამ გამოწვევის გამკლავება“, – განაცხადა რიჟვაძემ.