თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სიტუაცია მართვადია, ჩაკეტვა არ იგეგმება
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სიტუაცია მართვადია, ჩაკეტვა არ იგეგმება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსთან მიმართებაში სიტუაცია კონტროლირებადია და ჩაკეტვა არ იგეგმება.

მისი თქმით, აჭარაში ჰოსპიტალური სექტორი სრულად არის მზად.

„სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი და კონტროლზეა. ბათუმი არის ყველაზე საყურადღებო, თუმცა ძალიან მალე ხდება ვირუსის გამოვლენა, ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება. ჰოსპიტალური სექტორი არის სრულად მომზადებული. დღეს უკვე მობილიზებულია 350 საწოლი, ამავე დროს ამოქმედდა დამატებითი პროტოკოლი. დღეს უკვე კოვიდმართვაში რამდენიმე დაწესებულება ჩაერთო, როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში. პაციენტების ისეთი მიზნობრივი ჯგუფი, როგორიცაა, ფეხმძიმე ქალბატონები, მათთან მიმართებაში სამშობიარო საავადმყოფო სრულად არის მზადყოფნაში. ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებოდით, რომ ინფიცირების მზარდი შემთხვევების სრულად ლოკალიზებას მოვახდენთ. აჭარის და ბათუმის ჩაკეტვა არ განიხილება“, – განაცხადა რიჟვაძემ.