თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში საწოლების რაოდენობა გაზრდილია
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში საწოლების რაოდენობა გაზრდილია

აჭარაში საწოლფონდი უკვე გაზრდილია, საწოლების დეფიციტი არ არის, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში რეკომენდაციების შესრულების კონტროლი კიდევუფრო გამკაცრდება.

„როგორც მოგეხსენებათ, ბათუმსა და მთლიანად რეგიონში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად საყურადღებო რჩება. შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც ერთი მხრივ, ემსახურება ეპიდვითარების დასტაბილურებას და მეორე მხრივ, არსებული პაციენტების აქტიურ მართვას. ამ პროცესში ჩართულია ყველა უწყება. აჭარაში საწოლფონდი უკვე გაზრდილია, საწოლების დეფიციტი არ არის. რიგი პაციენტებისა იმართება კოვიდ-სასტუმროებში. ძირითადად, ესენი გახლავთ უსიმპტომო პაციენტები. ამავე დროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, დაყოვნებების ნაწილში აღმოფხვრილი გვაქვს ის ხარვეზები, რომელიც იყო.

ჩვენ უკვე გავაძლიერეთ კონტროლი და კიდევ გავაძლიერებთ. ეს ეხება კომერციულ სექტორს, თერმოსკრინინგს, რომელიც აქტიურად ტარდება. ჩართულია საპოლიციო ძალები და ემატება ეპიდემიოლოგებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დაიცვას რეკომენდაციები, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი მობილობისგან და ეს სიტუაცია რადმენიმე დღეში დასტაბილურდება.