თორნიკე რიჟვაძე აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
თორნიკე რიჟვაძე აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დამუშავდება 1 200 ჰა ფართობი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაეცნო.

ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალსოფლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის – „მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში წარმოებული ჩითილები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უსასყიდლოდ დაურიგდება.

აჭარის ფერმერთა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნული სარგავი და საჩითილე მასალა უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას.