თორნიკე რიჟვაძე აჭარაში მოქმედი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე აჭარაში მოქმედი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარაში მოქმედი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. რიჟვაძის განცხადებით, კლინიკები აბსოლუტურ მზადყოფნას გამოთქვამენ, რათა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეფექტურად გატარდეს.

„ყოველდღიურად იმატებს რისკი ვირუსის გავრცელების, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა სექტორი, რომელიც ამ კონკრეტულ ვირუსთან პრევენციაში კისრულობს გარკვეულ როლს, იყოს სრულ მზადყოფნაში. კლინიკების მხრიდან არის აბსოლუტური გაგება აღნიშნული საკითხის მიმართ და როგორც კლინიკები, ასევე მედპერსონალი, არის მზად, რომ მიიღოს განსაკუთრებით ინფიცირებულები და შესაბამისად მოხდეს, ერთობლივად აუცილებელი ღონისძიებების გატარება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.