თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

აჭარაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო შტაბის შეკრების შემდეგ განაცხადა.

„აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც დაამარცხა ეს ინფექცია, რაც მისასალმებელია, მაგრამ ახლა გვმართებს ათასჯერ მეტი სიფრთხილე. სწორედ ამიტომ კოორდინირებულად შტაბი იკრიბება და გავდივართ ყველა საკითხს. შტაბის მუშაობაში ჩართული არიან როგორც მუნიციპალიტეტები, ასევე ძალოვანი სტრუქტურები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, აპრილის თვე იქნება ძალიან რთული, თუმცა პროცესი არის კონტროლირებადი.

აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი რჩება.

დატოვე კომენტარი