თორნიკე ოქრიაშვილის „მაკრატელა“ წლის გოლის ნომინატია [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსში წლის გოლის ერთ-ერთი მთავარი ნომინანტია. გამოკითხვას კვიპროსის ჩემპიონატის პარტნიორი კომპანია Stoiximan ატარებს და ნომინაციასაც ასე ქვია – „Stoiximan წლის გოლი“.

 

Stoiximan-ის წლის გოლი – ანდრეას მაკრისი თორნიკე ოქრიაშვილის წინააღმდეგ

„Stoiximan გიწვევთ, რომ ხმა მისცეთ ორ შესანიშნავ „მაკრატელას“. ორივე გოლი 2021/22 ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებში გავიდა. ანდრეას მაკრისმა და თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანეს ორი საოცარი გოლი. ისიამოვნეთ ვიდეოთი და ხმა მიეცით თქვენს რჩეულს“, – წერია კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის გვერდზე.

ანდრეას მაკრისი ნიქოზიას „ოლიმპიაკოსის“ თავდამსხმელია. მან „მაკრატელა“ ყოფილ ჩემპიონს, ნიქოზიას „ომონიას“ აუტსაიდერთა ექვსეულის მე-5 ტურში გაიტანა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა ეფექტური გოლით თავი სეზონის ბოლოსწინა ტურში ლიმასოლის „აპოლონს“ გაუტანა, რომელიც საბოლოოდ კვიპროსის ჩემპიონი გახდა.

ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულზე – https://pasp.org.cy/stoiximan-top-goal-andreas-makris-vs…/