თორნიკე ოქრიაშვილი მოედანს სავარაუდოდ თვენახევარში დაუბრუნდება
თორნიკე ოქრიაშვილი მოედანს სავარაუდოდ თვენახევარში დაუბრუნდება

რუსეთის პრემიერლიგის ”კრასნოდარისა” და საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

26 წლის შემტევი ნახევარმცველი შარშან ორჯერ დაშავდა, მაგრამ ამ უმძიმესი ტრავმების შემდეგ, სეზონისთვის მზადება იანვარში დაიწყო და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, თვენახევარში ისევ ითამაშებს.

„თავს კარგად ვგრძნობ, ერთი თვის შემდეგ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ, თვენახევარში კი, ალბათ, თამაშსაც შევძლებ. ტრავმის გამო საკუთარი ძალების რწმენა არ დამიკარგავს. მიმაჩნია, რომ ჩემთვის მოედანზე დაბრუნება რთული არ იქნება. ძველებურად ყველაფრის გაკეთება უცებ გამიძნელდება, თუმცა ბურთის შეგრძნება არ დამიკარგავს. ფეხბურთი თუ ძალიან გიყვარს და დაბრუნება ძალიან გსურს, შეძლებ, რომ ძლიერი დაბრუნდე – ადრინდელზე უფრო ძლიერიც კი” – ამბობს ოქრიაშვილი.