თორნიკე მორჩილაძე ესპანეთში, „ლუგოში“ ითამაშებს #1TVSPORT

12:34, 02.09.2026

თორნიკე მორჩილაძემ ხორვატული „რიეკა“ დატოვა და კარიერას ესპანეთის რანგით მესამე ლიგის „ლუგოში“ გააგრძელებს – „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილ 24 წლის ფეხბურთელზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლუგოსთან“ (სადაც 2018/19 წლებში იჯარით საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია თამაშობდა) საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტი ოფციონის წესით გააფორმა – 2+1, ანუ მესამე სეზონის გახანგრძლივების შესაძლებლობით.

„მორჩილაძე „რიეკიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩამოვიდა. იგი გამოცდილი ვინგერია, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრს ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მისი მოსვლა კლუბის შეტევის ხაზს ტალანტს, ბალანსა და მრავალფეროვნებას შესძენს. ქართველი ლეგიონერი პირველ გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება“, – წერია „ლუგოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მსგავსი