თორნიკე მოლაშვილი - ჯალათის ციხიდან გამოშვება დემოკრატია არ არის, ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ ვინმე გადაწყვეტს სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებას, მთელი საქართველო გამოვალთ
თორნიკე მოლაშვილი - ჯალათის ციხიდან გამოშვება დემოკრატია არ არის, ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ ვინმე გადაწყვეტს სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებას, მთელი საქართველო გამოვალთ

მთავრობას მოვუწოდებ, კარგია დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ჯალათის ციხიდან გამოშვება დემოკრატია არ არის, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის ციხესთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა გარეთ გამოვა.

„მთავრობას მოვუწოდებ, კარგია დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ჯალათის ციხიდან გამოშვება დემოკრატია არ არის. აქ დაახლოებით 7 ათასამდე ღირსეული ადამიანი ხართ, მადლობა. ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ ვინმე გადაწყვეტს დემოკრატიანობას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, აქ 5 და 10 ათასი კი არა, მთელი საქართველო გამოვალთ. არ დავუშვებთ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლას, ერთი დღით ადრე გამოვა, ის ერთი დღე პატრიარქის არის, ყველამ იცის, მანამდე, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოვა და ვაფრთხილებთ მთავრობას. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მართლა გაოცებული ვარ, თუ ამდენი ხალხი დამხვდებოდა. ღმერთმა ქნას, ამნაირ თემებზე შეკრება აღარ მოგვიწიოს, მაგრამ თუ ვიღაც რაღაცას გადაწყვეტს ამ არაკაცის, ვითომ კაცის მანიპულირებას, პოლიტიკურ პროვოკაციებს, ყველანი, ნამდვილი, ღირსეული ადამიანები გამოვალთ“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.