თორნიკე კირკიტაძე „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია
თორნიკე კირკიტაძე „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია

თორნიკე კირკიტაძე თბილისის „ლოკომოტივის“ მოთამაშე გახდა – ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებაზე ინფორმაციას კლუბსი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კირკიტაძემ და თბილისის „ლოკომოტივმა“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ხანგრძლივობაც ორი წელია და თორნიკე ახალ კლუბში 2020 წლის ბოლომდე ითამაშებს.

22 წლის უნივერსალი, რომელიც მარჯვენა ფლანგის მცველად და ნახევარმცველად თამაშობს, „ლოკომოტივს“ ეროვნული ლიგის „რუსთავიდან“ შეუერთდა. კირკიტაძემ ყოფილ კლუბში ორი სეზონის მანძილზე ითამაშა და 36 მატჩი ჩაატარა.

მანამდე კირკიტაძე იყო თბილისის „დინამოს“ მოთამაშე, საიდანაც იჯარით ჯერ ბოლნისის „სიონსა“ და შემდეგ საჩხერეს „ჩიხურაში“ გაუშვეს.

შგეხასენებთ, რომ გუშინ „ლოკომოტივმა“ მცველის, სანდრო გურეშიძის დამატებაც გამოაცხადა.