თორნიკე გორგიაშვილი - „საბურთალოს” ლიდერობა შემთხვევითი არ არის
თორნიკე გორგიაშვილი - „საბურთალოს” ლიდერობა შემთხვევითი არ არის

საბურთალომ” ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-6 ტურში თბილისის ”დინამოს” უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო (1:0) და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

”დინამოს” კარში ერთადერთი გოლი ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა, რომლიც დარწმუნებულია, რომ ”საბურთალო” ჩემპიონობისთვის მზად არის.

„ზოგიერთისგან მესმოდა, რომ ჩვენი პირველი ადგილი დროებითი იყო, თუმცა “დინამოსთან” მოგებით ყველას ვაჩვენეთ, რომ “საბურთალოს“ ცხრილის სათავეში შემთხვევით არაა და გუნდის წინსვლა აშკარაა. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომელთაც რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც წელს დავემატეთ. მნიშვნელოვანია მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ფაქტორი, რომელსაც ყოველთვის მაქსიმალური მიზნები აქვს. ისიც აღსანიშნავია, რომ „ზესტაფონის“ მერე ასეთი ერთსულოვანი გუნდი არ მინახავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ მოულოდნელი არა ჩვენი ლიდერობა, არამედ აუტსაიდერებში ყოფნა იქნებოდა” – ამბობს გორგიაშვილი.